Room Design Gallery

 

აბაზანის დიზაინი - თანამედროვე და ტრენდული იდეები

სააბაზანოში დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და დიახაც, სწორია, როდესაც ვცდილობთ გარდავქმნათ იგი დიდებულ სივრცედ. უნიკალური დიზაინის აბაზანები, გლუვზედაპირიანი ნიჟარები და კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილები სხვადასხვა ფორმების და ზომების არსებობს და წარმატებით შეგვიძლია მოვარგოთ დიდსა და პატარა სივრცესაც. გარდა აუცილებელი სანიტარიისა, დღეს ტრენდულია გაფორმება  აბაზანის აქსესუარებით, ელეგანტური დისპენსერებით და სათავსო ყუთებით. 


განათება, როდესაც სააბაზანოს დაგეგმარებას ვიწყებთ, ამოცანის ინტეგრალური ნაწილია, რადგანაც მას სივრცის ხასიათის მთლიანად შეცვლა შეუძლია. იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი სააბაზანოს მოწყობაში, წარმოგიდგენთ დღესდღეობით ყველაზე ტრენდულ იდეებს. ხოლო თუ ამისთვის თავად ვერ გამონახავთ დროს, ჩვენი კვალიფიცირებული დიზაინერები სიამოვნებით იზრუნებენ  თქვენი ინტერიერის დიზაინის შექმნაზე

 

სიახლეები

გაატარეთ ღამე ფილებზე. თუ დღის ბოლოს აბაზანაში ნებივრობა გიყვართ, მაშინ აქციეთ ის ოთახის მთავარ ელემენტად. გაკვალეთ ბილიკი აქაფებული აბაზანისკენ ისეთი შთამბეჭდავი ფილებით, როგორიც ფოტოზე ასახული ფერადორნამენტებიანი ფილებია, და გააგრძელეთ დაგება აბაზანის უკანა კედელზეც, რათა შექმნათ სიდიადის შეგრძნება. 

სიახლეები

ბევრმა თანამედროვე მდიდრულმა სააბაზანომ წარმატებით გამოიყენა იდეა, რომ აბაზანა კენჭებით მოფენილ მონაკვეთზე განეთავსებინა. ნატურალური ქვების თემა კარგად მუშაობს ბოტანიკის და ხის ელემენტებთან ერთად. 

სიახლეები

არ გეგმავთ აბაზანის შეძენას? ნუ იდარდებთ, კენჭები შეგიძლიათ ნიჟარების ქვეშაც დაალაგოთ.

სიახლეები

ნუ შეიზღუდავთ თავს საზღვრებით. ჩვეულებრივ, ტიპიურ სააბაზანოში ყველაფერი განლაგებულია კედლების წინ - მაგრამ რა ხდება, როცა დამატებითი შიდა კედელი გვაქვს? გამყოფი კედლის აგებით საშხაპესა და აბაზანას შორის სრულიად სხვა არეა მიიღწევა.

სიახლეები

ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გავანათებთ შექმნილ ატმოსფეროს. ყველაზე სადა, ცივი ეფექტის მქონე სააბაზანოშიც კი შეგვიძლია შევქმნათ განსაკუთრებულად თბილი გარემო, თუ პერიმეტრის მთელ გაყოლებაზე LED განათებებს ჩავმალავთ. 

სიახლეები

გაუკეთეთ სააბაზანოს ტერასა, რომ გარესამყაროს მშვენიერებით დატკბეთ. 

სიახლეები

თუ გსურთ თქვენს დიზაინში ბოტანიკის ელემენტების შემოტანა, რას იტყოდით, რომ მცენარე ნიჟარის ინტეგრირებული ნაწილი გაგეხადათ? 

სიახლეები

ეზოში გამავალი მოსრიალე მინის კარი არა მხოლოდ ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას შეგიქმნით, არამედ სააბაზანოს ვენტილაციასაც იდეალურად უზრუნველყოფს. პატარა ბაღი შეგიძლიათ პირდაპირ თქვენ სააბაზანოშიც გააშენოთ. 

სიახლეები

გახადეთ კედლის მცენარეები მთავარი ელემენტი. ასეთი წრიული ფორმის ჭურჭელი მშვენიერი დეკორაციაა ოთახის თეთრი ნაწილისთვის. ცოცხალი მწვანე მცენარეები ოთახში მშვენივრად აბალანსებს ფილების ფერადოვნებას. 

სიახლეები

ნუ მოგერიდებათ ფერებით თამაში. სააბაზანო არ უნდა იყოს სახლის ყველაზე უფერული ნაწილი! შეხედეთ ამ ვარდისფერ და მწვანე დეკორს ინსპირაციისთვის. რა ჰარმონიულად ერწყმის ვარდისფერი მწვანე ფოთლებით გაფორმებულ კედლის ფილებს, ვარდისფერივე აბაზანაა განთავსებული ასევე მწვანე ფილებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თანამედროვე სტილის ბუხარი - წარმოიდგინეთ, საათობით ნებივრობთ აბაზანაში და ამავდროულად მოცეკვავე ალის ენებით ტკბებით. 

სიახლეები

ფერადოვნებისთვის შეგიძლიათ განათებაც გამოიყენოთ - ფაქტობრივად, ფერადი LED განათებები საშუალებას გაძლევთ სურვლისამებრ ცვალოთ განათების ფერი მხოლოდ ღილაკზე  შეხებით.

სიახლეები

წაშალეთ საზღვრები. ბევრი თანამედროვე დიზაინის საძინებელი თავის სივრცეში აერთიანებს აბაზანასაც გამყოფი კედლების გარეშე. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის აბაზანის გაგრძელებას საგარდერობე ოთახი წარმოადგენს.

სიახლეები

არ არის აუცილებელი, რომ სააბაზანოს სანიტარია ყოველთვის თეთრი იყოს. ყურადღება მიაქციეთ ამ გასაოცარ ყვითელი ფერის სანიტარიას. მათი ხისტი მკვეთრხაზოვანი კიდეები სააბაზანოს დიზაინს მონდრიანის სტილის ელფერს ანიჭებენ. 

სიახლეები

თუ მთლიანად თეთრი ფერის სქემის გამოყენებისკენ იხრებით, გირჩევთ დაუმატოთ რამდენიმე ძირითადი ნოტი მის გასაძლიერებლად. შავი ფერის ჩარჩო და ონკანი მკვეთრად იჭრებიან ამ თეთრ სააბაზანოში და მას უფრო მეტად საინტერესოს ხდიან.

სიახლეები

...მეტი შავი ფერის გამოყენება ძლიერ და სოლიდურ ლუქს გვაძლევს.

სიახლეები

გამოიყენეთ ბეტონი მოდერნული სტილის სააბაზანოში ინდუსტრიული ელემენტების შესატანად. ბეტონის სააბაზანო შეიძლება ძალიან მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ ავეჯი საინტერესო ფორმებით და ხის თბილი ტონებით, ასევე ოთახის მცენარეები მშვენივრად ანეიტრალებენ ამ სიმკაცრეს. 

სიახლეები

კედლის სტრუქტურა მთლიანად გარდაქმნის სივრცეს. იგივე აბაზანის დიზაინი ასეთი რელიეფური ქვის კედლის გარეშე კარგი იქნებოდა, მაგრამ არაფრით გამორჩეული, ყოველგვარი wow ეფექტი დაიკარგებოდა. მეტი აქცენტისთვის უზრუნველყავით მასზე განათების ფოკუსი.

სიახლეები

კიდევ ერთი საოცრად ეფექტური კედელი - ამჯერად, მასთან შერწყმულია ხის მასალისგან დამზადებული თარო, რაც ჯამში თანამედროვე რუსტიკული სტილის სააბაზანოს ქმნის.

სიახლეები

ითამაშეთ მასშტაბებით და ფორმებით. გიგანტური ზომის მრგვალი სარკე გადაჭიმულია პედესტალის ფორმის ნიჟარების სიგანეზე. ყურადღებას იქცევს მათი ცილინდრული ფორმებიც. 

სიახლეები

თუ სპილენძისფერი თქვენს გემოვნებაში ჯდება, მაშინ თამამად გამოიყენეთ სააბაზანოში. ასეთი ტრადიციული სტილის სპილენძისფერი აბაზანა და თანამედროვე პედესტალის ფორმის ნიჟარები ბრწყინვალე კომბინაციას ქმნის. გლუვი ნაცრისფერი ფილებით მოპირკეთებული კედელი კი კარგად აბალანსებს სპილენძისფერი ტონის სითბოს და ნათებას. 

სიახლეები

დაამატეთ ფერადი მოდერნული აქსესუარები, როგორიცაა ლოსიონის, დისპენსერის და სასაპნეს ეს მწვანე ფერის ნაკრები. 

სიახლეები

გაამძაფრეთ დრამა მთლინად შავი ფერში გადაღებვით - ან კედლის ფილებით - და შავ ფერში გარდამავალი სარკით. 

სიახლეები

გლუვზედაპირიანი ნიჟრების პანელი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი მოსაწყენი სააბაზანოს დიზაინის გადასახალისებლად. 

სიახლეები

დაჟინებით ნუ ეცდებით, რომ ყველაფერი მაქსიმალურად შეუხამოთ ერთმანეთს. ეს შავი ფერის ნიჟარა არაჩვეულებრივად გამოიყურება მუქ კედელზე, ხოლო თეთრი ფერის უნიტაზი მშვენივრად მიდის გამყოფ კედელზე. 

სიახლეები

შეასხით ფანტაზიას ფრთები საოცარი სივრცის მოწყობისთვის. ეს თანამედროვე უნიკალური ფორმის აბაზანა თითქოს ჰაერში ტივტივებს მოციმციმე სინათლეების ფონზე. 

სიახლეები

საბავშვო სააბაზანოს ინტერიერის დიზაინის შექმნა შესაძლოა მართლაც დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს. ტრადიციული სტილის სააბაზანო ოთახები სულაც არაა ბავშვების საყვარელი ადგილი და უმეტესწილად მათი იქ შეტყუება ძალიან რთულ ამოცნას წარმოადგენს. ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ კაშკაშა ფერები და ცხოველების ფორმის აქსესუარები, რათა უბიძგოთ თქვენს შვილებს ხალისით შეირბინონ შხაპის მისაღებად ან კბილების გასახეხად. განა ვინმე გაუძლებს ცდუნებას მოუშვას წყალი ბანანისფერი ონკანიდან?

სიახლეები

ოთახში მილებია? მაშინ  ინდუსტრიული სტილი უნდა სცადოთ. ნუ მიმალავთ მათ კედლის მიღმა - აქციეთ თქვენს მუზად. 

სიახლეები

მცირე სივრცეც კი შეიძლება გამოიყურებოდეს მდიდრულად და ელეგანტურად ამ კიბისქვეშა საშხაპის მსგავსად. შეხედეთ როგორ გრძელდება იატაკის საფარი ნიჟარის კედელზე სივრცის გასაერთიანებლად. 

სიახლეები

კიდევ ერთი იდეა ბავშვების სააბაზანოსთვის, მაგრამ ამჯერად ელეგანტური თანამედროვე ჭაღი ქმნის სტილს, რომელიც ზრდასრულებისთვისაც სასიამოვნოა. 

სიახლეები

მიმართეთ ექსტრაორდინალურ ფორმებს. რამდენიმე წამი მაინც დაგჭირდებათ, სანამ გააცნობიერებთ, რომ ეს კედელზე მიმაგრებული გლუვი კენჭი სინამდვილეში უნიტაზია. 

სიახლეები

განავრცეთ იატაკის არეალი კედელზე დამაგრებული ნიჟარების და ტილოების კომბო თაროთი. ეს სივრცეს უფრო ადვილად დასასუფთავებელსაც გახდის. 

სიახლეები

დაამონტაჟეთ განათებები სააბაზანოს თაროებში. ასევე გააფორმეთ და განათავსეთ მასზე აბაზანის აქსესუარები ისე, როგორც ამას მისაღებ ოთახში იზამდით. შამპუნები, ლოსიონები, ჯაგრისები და მსგავსი ნივთები შეგიძლიათ დახურულ სათავსოებში შეინახოთ.

სიახლეები

მინის თარო პედესტალის ფორმის ნიჟარის ირგვლივ ოთახს ელეგანტურ ლუქს სძენს. 

სიახლეები

სააბაზანოს ნოხები განსაკუთრებით კომფორტულია შხაპის შემდეგ დასადგომად. ეს ნოხები კი მინდვრის პატარა ნაგლეჯებს გვანან პირდაპირ იატაკიდან ამოზრდილს. 

სიახლეები

განალაგეთ ორმაგი დატვირთვის მქონე აბაზანის ავეჯი. ასეთი გრძელი სკამი მშვენიერია როგორც დასაჯდომად, ასევე სუფთა ტილოების დასალაგებლად. 

სიახლეები

გიყვართ განმარტოება და საათობით ჰამაკში წოლა? ასეთი აბაზანის დიზაინსაც შემოგთავაზებთ!