Room Design Gallery

 

დიზაინ-პროექტირება
 

სიახლეები

 

დიზაინ-პროექტი - ეს არის თქვენი იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების განსახიერება თქვენი სივრცის დიზაინისთვის. შექმნა თანამედროვე ინტერიერი ნიშნავს ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რომელიც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს – ფუნქციურს, მოცულობით – სივრცობრივს, ინჟინრულ – ტექნიკურსა და მხატვრულ – ესთეტიკურს.

"გალერეა რუმ დიზაინში"  ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა ხდება ყველა შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, სადაც საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი მოძრაობის გრაფიკა, სივრცეების ზონირებად დაყოფა და თანმიმდევრობა, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ავეჯი, გათბობა, ვენტილაციის გეგმები, იატაკები და გამწვანების ელემენტების ჩართვა. მხოლოდ ყველა საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტის შედეგად შეიძლება მოვიპოვოთ ოპტიმალური ფორმისა და მასშტაბის, აკუსტიკის, განათების და ფერითი გადაწყვეტის სპეციფიკური კანონზომიერებები.

ადამიანები განსხავდებით ერთმანეთისგან როგორც ჩაცმის, ასევე  ინტერიერის  მოწყობის გემოვნების მიხედვთ. ამიტომ გამოცდილი დიზაინერი აუცილებლად უნდა მიხვდეს ამა თუ იმ დამკვეთს რა ესაჭიროება და როგორ გარემოში იგრძნობს თავს უკეთესად.

არსებობს ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა ტიპები.  ყველაზე პოპულარული კი გახლათ ამერიკული, თანამდეროვე (Contemporary),  მინიმალიზმი,  მოროკანული, ფრანგული,  ბოჰემური, იტალიური, ინდუსტრიული, სკანდინავიური, ტროპიკული, რეტრო, რუსტიკული,  ვინტაჟური,  “warm space“  და  "cool space“  ინტერიერის ტიპები,  რომლის ისტორიის ცოდნას,  სწორად შექმნას და მოწყობას უდიდესი  მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ფართის და ადმიანების გემოვნების მიხედვით. რადგან  არქიტექტურა და დიზაინი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, ხშირად თითოეული სტილის  გამოყენებას ჭირდება თავისი სივრცე, სიმაღლე და კედლების განლაგება,  რომლესაც  საბოლო ჯამში დასრულებულ სახეს აძლევს განათება. განთების არქიტექტურის სწორად ცოდნა და გამოყენება უმნიშვნელოვანესი ნაწილია იდიალური გარემოს შესაქმნელად, რათა მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ თავი თქვენ სასურველ გარემოში, რადგან სილამაზე,  როგორც იტყვიან, დეტალებში იმალება.