Room Design Gallery

 

როგორ მოვაწყოთ ბინა ისე, რომ გამოჩნდეს მეტი სივრცე

“ მინიმალიზმი ინტერიერში ”

 

სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებისას, ბინის გადაკეთების პროცესში დიზაინერების წინაშე მრვალი ამოცანა შეიძლება დადგეს. ერთერთი მათგანი მცირე ფართის მეტი სივრცით აღქმაში მდგომარეობს.

გთავაზობთ ჩვენი პროფესიონალი დიზაინერების ნამუშევრებს, სადაც წარმოდგენილია 72.00 მ2 სტუდიოს ტიპის ბინის ინტერიერის დიზაინი.

 

სიახლეები

 

სტილი, რომელშიც არის ბინა შესრულებული წარმოადგენს თანამედროვე მოდერნისტულ წყობას, რომლის მშვიდ და ნათელ ფერებს  ერწყმის ავეჯის შედარებით მკვეთრი ფერები და აქსესუარები, რაც ჰარმონიულად ავსებს ბინის განწყობას .

განათების ამგვარი გამოყენება კი ხელს უწყობს სივრცის მაქსიმალურ აღქმას, ხაზს უსვამს ინტერიერის მასალებს და სკულპტურებს, ხოლო საღამოს რომანტიული განათების მიღება შესაძლებელია კედელზე დამონტაჟებული ბრებისა და ტორშერების საშუალებებით.

 

სიახლეები

 

სამზარეულოს და მისაღების განათების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ორი დიდი დეკორატიული ჭაღი წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად ჩვენმა კომპანიამ ჩამოიტანა ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური ბრენდის EICCHOLTZ -დან.

სამზარეულოში და მისაღებში გამოყენებულია ასევე ჩვენი ესპანელი პარტნიორი კომპანიის IBBERO -ის ფირმის უმაღლესი კერამოგრანიტის ფილები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება 50 წლით, არის ეკოლოგირად სუფთა და, რაც მთავარია, ბიუჯეტურიც.

აბაზანებში გამოყენებულია იგივე ფირმის კერამოგრანიტის ფილები, რომლებიც არ იკიდებს ობს და ფორებში არ ჯდება ჭუჭყი, იწმინდება იოლად და აქვს  ბუნებრივი ეფექტი. ასევე განთავსებულია გამჭირვალე საშხაპე კაბინა, რაც იდიალური გადაწყვეტილებაა ფართის მოცულობის ვიზუალური ზრდისთვის, ხოლო დამატებით, მეტი სიმშვიდისთვის, ინტერიერში შემოტანილია მუქი ნაცრისფერი ფერის  ნესტგამძლე აბაზანის კარადა, რომლის კონტრასტის საშუალებით გვეძლევა უფრო მეტი თავდაჯერებულობის და სისადავის განწყობა.

 

სიახლეები

 

ბინის ერთერთ თავისებურებას მისი ვერანდები წარმოადგენს. ჩვენი დამკვეთის სურვილით ის მაქსიმალურად კომფორტული უნდა ყოფილიყო მეგობრებთან სასიამოვნო დროის გასატარებლად. მცირე ზომის დივანი და დეკორატიული აქსესუარები მას სიმსუბუქისა და სიმყუდროვის განცდას სძენს.

 

სიახლეები