Room Design Gallery
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

სასატუმროების პროექტირება - დიზაინი და მშენებლობა

ბლოგი რჩევები

ერთერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი, რომელიც შეიძლება ისეთ რიგ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, როგორიცა საძირკვლების სწორად განსაზღვრა, ფუნქციონალურად სართულების მიხედვით დაყოფა და კომუნიკაციების სისიტემები, რომელთაგან თითოეულს მრავალი ნიუნასი აქვს და მოითხოვს დეტალებისადმი ზუსტ ორგანიზებას და ყურადღებას.

ამ სტატიაში განვიხილავთ სასტუმროს დიზაინის და მშენებლობის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა ოთახების ფუნქციონალური გამიჯვნა, კონცეფციის შექმნა და დიზაინი. ეს არის ის საკითხი, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვხდება სამუშაო რეჟიმის და გამოცდილების მიხედვით და გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი აზრები.

01

ოთახების  ფორმირება

სასტუმროს ან სასტუმროების  მშენებლობის დროს და შესაბამისად,  ოთახების ფუნქციონალურად გამიჯვნის დროს, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მასთან დაკავშირებით, როგორი სტილის და ფორმების უნდა იყოს ოთახები და ამის გათვალისწინებით დაიგეგმოს ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად სწორად უნდა იყოს გათვლილი დამკვეთის ინტერესებზე.

მაგალითად, იდეალურ სასტუმროში აუცილებელია დერეფნები მთელი სიგრძის მანძილზე და ამ დერეფნის ორივე მხარეს განლაგებული უნდა იყოს ოთახები.  ამ ტიპის განლაგების დამატებითი უპირატესობა არის გარანტია იმისა, რომ თქვენ შეასრულებთ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, სადაც  საგანგებო  სახანძრო გასასვლელების ხელმისაწვდომობა იქნება შესაბამისი სიგანის.

02

ფანჯრების ფორმირება

როგორც წესი, სასტუმრო ოთახების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფანჯრების რაოდენობას. ეს არის სასტუმროებში ცხოვრების მთავრი და აუცილებელი ნორმა.

თუ ჩვენ სასტუმროს აშენება გვინდა,  იმ თვალსაზრისით, რომ ადგილმდებარეობა იყოს ქალაქის ცენტრში ან რომელიმე ხმაურიან გამზირზე ან ქუჩის მონაკვეთში, ამ შემთხვევაში მთელი რიგი არქიტექტურულ - კულტურული მემკვიდრეობის ნორმების დაცვა იქნება საჭირო და ჩვენ არ შეგვეძლება გარკვეული სახის ცვლილებების შეტანა. მაგალითად, როგორიცაა არქტიტექტურული გადაწყვეტილებები ფასადის  და  ფანჯრების.  

ბლოგი რჩევები

ერთერთ ჩვენს მიმდინარე პროექტის გეგმაზე შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული სასტუმროს ოთახი, სადაც
ორი ფანჯარაა ჩასმული იმისთვის, რომ ოთახს ქონდეს მაქსიმალური ბუნებრივი განთება,
სივრცის შეგრძნება და კომფორტი, რომლიც თანმედროვე ამერიკულ სტილშია გადაწყვეტილი

03

ბიუჯეტირება და დაგეგმარება

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხარჯების შემცირებას მინიმუმამდე, რადგან  ეს არის ჩვენთვის ყველაზე  გონივრული და სწორი; ისეთ მასალებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ გაკეთდეს ეკონომია სწორად. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული თანხების დაზოგვა  კონკრეტული  სამუშაო ფაზების მიხედვით, მაგრამ ეფექტურობა უნდა იყოს მაქსიმალური. 

მაგალითად, სადაც დავიწყეთ ახალი სასტუმროს მშენებლობა და დავგეგმეთ 46 ოთახი, პირველ რიგში აქცენტი გავაკეთეთ ფუნქციონალურად სწორად გამიჯვნაზე და შემდგომ იმ მასლებზე, რაც აუცილებელია, რომ ყოფილიყო ხარისხიანი; შემდეგ დაიგეგმა დიზაინი და მთავარი მისაღების ლობი და რეცეფციონი მაქსიმალური ეფექტურობისთვის შესვლისთანავე და მივეცით გამორჩეული სიმყდროვე და კომფორტი. ოთახების რიცხვი კი ჯამში მანსარდის ხარჯზე გვაზრდეთ 10-ით, რაც  მოგების თვალსაზრისით მკაფიო უპირატესობაა როგორც კომფორტის, ასევე  მოგების განსხვავებული დონის მიხედვით. ეს მანსარდის სწორად დაგეგმარებით და შესაბამისი კომფორტული დიზაინის კვალობაზე მოხერხდა.

04

მანსარდა

არ შეგაშინოთ შედარებით დაბალმა  ჭერმა და პატარა ფანჯრებმა.  სტუმარებს ხშირად იზიდავთ სხვენში ნომრის დაჯავშანა.  განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, რომლებიც ძველი და მჭიდროდ დასახლებული უბნებით გამოირჩევა; ასეთი ქალაქები განსაკუთრებული ფერითა და ხიბლითაა ცნობილი. აქ საინვესტიციო ფონდის  გამოყენების რაციონალიზმი აუცილებელია, რაც სახურავის ფანჯრების გახსნაზე დამოკიდებული.  

ბლოგი რჩევები

05

დიზიანი  

როგორც დასაწყისში ვისაუბრეთ, პროექტირება არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,  რათა მაქსიმალურად მეტი სივრცე გამოთავისუფლდეს თავის სათავსოებით და ამავე დროს, ოთახებიც არ იყოს არაპრაქტიკული და ვიწრო. შესაბამისად, პარალელურად იქმნება დიზიანი და ზონირება ოთახების, რომ სწორად გადაწყდეს პარალელურ რეჟიმში სამუშაო გეგმების დამტკიცება.  მოცემულ სურათში აქცენტი და დიზაინერული სტილი სასტუმროს კონცეფციიდან გამომდინარე  გაკეთებულია თანამედროვე ნახევრად ამერიკულ დიზაინზე, სადაც ასევე გხვდებათ ლოფტის ელემენტებიც. საბოლოო ჯამში კი ოთახები გამოვიდა სასიამოვნო, უცხო და ექსტრავაგანტული; განასაკუთრებულ ეფექტს საწოლი, რომაული ფარდები  და კარის მომწვანო-მობალოტნო ფერი იძლევა, რაც სტუმრებისთვის ხალისიან, მშვიდ და კონცეპტუალურ განწყობას ქმნის, რომელიც კონტრასტულად გადადის კედლების მუქ რუხ ფერში, ნატურალურ აგურით მოპირკეთებულ ლამაზ კედელთან ერთად.

ბლოგი რჩევები