გაიგეთ მეტი ჩვენი კომპანიის შესახებ
„გალერეა რუმ დიზაინი“ – ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით – გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს. რეალობად ვაქცევთ თქვენს ფანტაზიებს, იმისთვის, რომ იცხოვროთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. „გალერეა რუმ დიზაინი“ – ეს არის პერსონალური მომსახურება, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მაღალი სტანდარტის შესაბამისი შედეგი. ჩვენთვის მთავარია, თქვენი სახლის ინტერიერის მოწყობის პროცესი იყოს სასიამოვნო. სწორედ ამისთვის შევქმენით „გალერეა რუმ დიზაინი“ – სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ოცნების სახლისთვის. ჩვენ ვქმნით ინტერიერის დიზაინის ფილოსოფიას – ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციით. „გალერეა რუმ დიზაინი“ – ეს არის კომპანია, რომელსაც 15 წელია ენდობიან მომხარებლები, ლიდერი კომპანიები და ევროპელი პარტნიორები. ჩვენ ვყიდით ემოციას, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და კვალიფიციურ მომსახურებას – საუკეთესო ფასად. ეს არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც გხვდებათ 500 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, მუდმივად განახლებადი კოლექციები, პროფესიონალთა გუნდი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება. ჩვენ გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები იღებენ პარტნიორი, ლიდერი ევროპული კომპანიებისგან. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური გადაწყვეტილებებით. ჩვენი მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვგრნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ თქვენი საიმედო პარტნიორი.
ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი
ჩვენი მიზანია: ვიყოთ თქვენი პერსონალური პარტნიორი (გიდი) ინტერიერის დიზაინის სფეროში. მუდმივად გაგაცნოთ ის ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიოზე და რომლებიც წარმოადგენენ ინსპირაციის წყაროს ცნობილი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. გაგხადოთ საინტერესო პროცესების უშუალო მონაწილე – განგაცდევინოთ ყველა სიახლე და ემოცია საკუთარი სახლის სივრცეში. ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერის მოდის მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, რომლებსაც კარნახობენ წამყვანი მეგაპოლისები. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი, მაღალხარისხიანი და დახვეწილი პროდუქცია. სწორედ ეს ექსტრაორდინალური მრავალფეროვნებაა, რომელიც გამოარჩევს „გალერეა რუმ დიზაინს“ და რომელიც გვაქცევს პლატფორმად გლობალური გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენი მიზანია, გავხადოთ ინტერიერთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხელშესახები. სწორად დავუკავშიროთ ერთმანეთს ბიზნესი და შემოქმედება, ექსკლუზიური პროდუქცია და სწორი დიზაინერული გადაწყვეტილებები. ჩვენი მიზანია გამოვიწვიოთ თქვენში სასიამოვნო ემოციები, როდესაც გთავაზობთ საუკეთესო ფერებს, საუკეთესო ფაქტურებს, საუკეთესო დიზაინს; როდესაც ჩვენ მხოლოდ თქვენთვის ვქმნით ინტერიერის მოწყობის ფილოსოფიას. სწორედ ამ ფილოსოფიაში მონაწილეობს ჩვენი ექვსი მიმართულება: კერამიკა, შპალერი, ფარდები, ავეჯი, განათება, აქსესუარები. ჩვენი მიზანია პროდუქციის მრავალფეროვნებითა და კვალიფიციური მომსახურებით გავამართლოთ თქვენი განსაკუთრებული მოლოდინი, რადგან იყო „გალერეა რუმ დიზაინის“ მომხმარებელი, ეს ნიშნავს: გემოვნებიან არჩევანს, საინტერესო პროცესს, საუკეთესო შედეგს..
ჩვენი კომპანიის მისია
ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, დავნერგოთ ახალი მიდგომები დიზაინის სფეროში და ავიყვანოთ მომსახურება უმაღლეს საფეხურზე. ჩვენთან ვიზიტისას ირღვევა სტერეოტიპი, რომ ინტერიერის მოწყობის საშუალებები მხოლოდ მასალაა და მათი შეძენა მოსაწყენი პროცესია. ჩვენ ვხდით ამ პროცესს სასიამოვნოს, შემოქმედებითს, კონცეპტუალურს. ვარღვევთ მოსაწყენ საზღვრებს მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის. ვართ თქვენი პერსონალური კონსულტანტი დიზაინის სფეროში. ჩვენთან სტუმრობა – თქვენი სტატუსია. მუდმივად ვფიქრობთ – რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, როდესაც ირჩევთ „გალერეა რუმ დიზაინს“ და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავამართლოთ ის – დახვეწილი გარემოს, კეთილგანწყობილი, პროფესიონალი კადრებისა და მაღალი კლასის მომსახურებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღია და გახსნილი კომუნიკაცია თქვენთან – ჩვენი წარმატების გარანტია. მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვესმოდეს თქვენი, გვქონდეს საერთო ხედვები, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს: საუკეთესო ინტერიერს თქვენი ოცნების სახლში. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე წარმატებულ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მჭიდრო პარტნიორობაა. „გალერეა რუმ დიზაინში“ ისინი მუდმივად სარგებლობენ განსაკუთრებულ პირობებით. ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ ეს პარტნიორობა იყოს ორმხრივად საინტერესო და გრძელვადიანი. ჩვენ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. „გალერეა რუმ დიზაინის“ გუნდი მუდმივად ადევნებს თვალყურს სიახლეებს და ახდენს მათ ინტეგრირებას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ ვკარნახობთ მომხმარებლებს ახალ ტენდენციებს, ვაცნობთ ინტერიერის დიზაინის სფეროში არსებულ ნოვაციებს. ჩვენი მისიაა – იგრძნოთ თავი ინტერიერის დიზაინის თანამედოვე ტენდენციების ეპიცენტრში.
Tbilisi
ROOM DESIGN
„გალერეა რუმ დიზაინი“ – ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მხოლოდ მაღალი კლასის მომსახურებით – გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. გვეწვიეთ, პეკინის 39-ში და მიიღეთ საუკეთესო თქვენი ინტერიერისთვის.
New York
ROOM DESIGN
ახლო მომავალში „გალერეა რუმ დიზაინი“ კიდევ ერთი შოუ-რუმის გახსნას ნიუ-იორკში გეგმავს. ახალი ბრენდები, ახალი ტენდენციები და ახალი ხედვები ჩვენგან – ჩვენი ამერიკელი მომხმარებლებისთვის.
შამპანური ჩვენზე!
ყოველ კვირა დღეს „გალერეა რუმ დიზაინის“ კარი ღიაა დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის. ეს არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც შამპანურის თანხლებით, მეგობრულ გარემოში ვსაუბრობთ ინტერიერის დიზაინის სფეროში არსებულ მსოფლიო ტენდენციებზე. ვცვლით ნოვატორულ იდეებს, საინტერესო ინფორმაციებსა და დადებით ემოციებს. ვგეგმავთ ახალი ტენდენციების ინტერგირებას ადგილობრივ ბაზარზე და ვაკეთებთ სხვადასხვა ბრენდების ბოლო კოლექციების პრეზენტაციას, ვაყალიბებთ ახალ იდეებს; ვფიქრობთ, როგორ ვუპასუხოთ ინტერიერის დიზაინის სფეროში არსებულ გამოწვევებს თქვენთან ერთად