Room Design Gallery
 
 

 

Lights

­
­
­

განათება

 

 

 

 

 

Lights

­
­
­

განათება

 

 

 

 

 

Lights

­
­
­

განათება

 

 

 

 

 

Lights

­
­
­

განათება

 

 

 

 

განათების არქიტექტურა

 

შესაძლოა იფიქროთ, რომ თანამედროვე განათების სისტემების სწორად მოძიება და შერჩევა დაუძლეველი ამოცანაა, მაგრამ „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში წარმოდგენული ორიგინალური, ექსკლუზიური სანათები, ჭაღები, ბრები, ტორშერები და მაგიდის სანათები დაგეხმარებათ, ძიების პროცესი სასიამოვნო გახადოთ და თქვენი ინტერიერიც გამორჩეულად აქციოთ. განათება ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი და უმთავრესი ელემენტია. სწორედ მას შეუძლია, სივრცე აქციოს კომფორტულად, ან პირიქით - სრულად დაუკარგოს ეფექტი ფერთა გამას, ავეჯსა და აქსესუარებს. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი პროდუქცია - სხვადასხვა სტილის, ზომისა და დიზაინის განათების საშუალებები მიზნად ისახავს, შექმნას საუკეთესო და ესთეტურად სასიამოვნო გარემო, ნებისმიერი ტიპის ინტერიერში. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს იმ სიახლეებს, რომლებსაც გვთავაზობენ განათების მწარმოებელი ევროპელი გიგანტები. ვარჩევთ და გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც თქვენს სახლს, აგარაკსა თუ სამუშაო სივრცეს აქცევს იმ ადგილად, სადაც სასიამოვნოა დროის გატარება და სადაც დაგეუფლებათ სიმშვიდის შეგრძნება. „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში წარმოდგენილი დეკორატიული განათების ყველა ელემენტი ზუსტად ნაფიქრი, ფაქიზად დამუშავებული და უნიკალურია. ისინი თავის თავში აერთიანებენ დახვეწილ ფორმებსა და გემოვნებიან მიდგომას. აქვთ როგორც დეკორატიული, ისე, ფუნქციონალური დატვირთვა.