Room Design Gallery
 
 

 

Accessories

­
­
­

აქსესუარები

 

 

 

 

 

Accessories

­
­
­

აქსესუარები

 

 

 

 

ა ქ ს ე ს უ ა რ ე ბ ი
 

„გალერეა რუმ დიზაინი“ გთავაზობთ აქსესუარებს, რომლებიც შთაგონებულია ბარაკოს ეპოქის მდიდრული სტილითა და მოტივებით. ეს არის ამ ეპოქისთვის დამახასითებელი დახვეწილი ორნამენტებითა და ნატიფი დეტალებით დატვირთული, ხელოვნების ნიმუშების სიმაღლეზე აყვანილი აქსესუარები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს მატებს განსაკუთრებულ ხიბლსა და განწყობას. განწყობა და სასიამოვნო ემოცია - ორი მთავარი რამ, რაც გეგებებათ თქვენ თქვენი ოცნების სახლის კარის გაღების თანავე. აქსესუარებს აქვთ ძალა, სახლის სივრცე დაასრულონ, შეკრან ერთ მთლიანობად და გახადონ ის ჰარმონიული. ერთი შეხედვით, ეს პატარა ნივთები  პიკანტური ნოტასავითაა, რომელიც მთელს სივრცეს ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტს ანიჭებს და ეს ეფექტი - დახვეწილობაა. სწორად შერჩეული აქსესუარები ხაზს უსვამს თქვენ გემოვნებას, თქვენ განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას სივრცისა და ინტერიერის მიმართ. სწორედ ამიტომ, „გალერეა რუმ დიზაინი“ გთავაზობთ ფრანგულ, ჰოლანდიურ და ესპანურ დეკორს, ჩარჩოებს, ბალიშებს, სარკეებს - იმისთვის, რომ იგრძნოთ პიკანტური ნოტა თქვენს ინტერიერში.